პრიზები

მეცნიერთა და სამეცნიერო საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს ნახატებს, მათი ორიგინალურობით, კრეატიულობითა და თავსებადობით ნეიტრინოს თვისებებთან და წარმომავლობასთან. ნახატები თავდაპირველად შეფასდება ადგილობრივი ჟიურის მიერ. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ადგილობრივი ჟიური  გამოავლენს თითო გამარჯვებულს და ორ ყველაზე მაღალი შეფასების ნამუშევარს (სულ 9 ნახატი), ხოლო საერთაშორისო ჟიური  მათგან გამოავლენს საერთაშორისო გამარჯვებულს!

თუ  თქვენ ხართ ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებული, თქვენ მიიღებთ სხვადასხვა პრიზებს წიგნებისა და კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელიდან!

თუ  თქვენ ასევე გახდებით საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მაშინ:

– თქვენი ან თქვენს მიერ შერჩეული სახელი დაერქმევა ხმელთაშუაზღვაში განლაგებულ KM3NeT–ის სენსორებიდან ერთ–ერთს;

– თქვენი ნახატი წარმოდგენილ იქნება ქ. ნეაპოლის არქეოლოგიურ ეროვნულ მუზეუმის (იტალია) გამოფენაზე 2020 წლის შემოდგომაზე;

– თქვენ მიიღებთ iPad-ს, რომელიც საშუალებას მოგცემთ „თვალი გადაავლოთ“ KM3NeT–ის საქმიანობას!

ასევე, თქვენი ნახატი შეიძლება გამოყენებულ იქნას KM3NeT–ის ვებ–გვერდზე და სოციალურ ქსელებში ნეიტრინოს ფიზიკასა ან  ასტროფიზიკაში  უახლეს აღმოჩენებზე  საუბრისას!