მთავარი

KM3NeT თანამშრომლობა მოხარულია მოგიწვიოთ მონაწილეობის მისაღებად  თავის პირველ კონკურსზე ”დაგვიხატეთ ნეიტრინო!”

ნეიტრინოებს,  რაც იტალიურად მცირე ნეიტრალურ ნაწილაკებს ნიშნავს, შეუძლიათ  ფარდა ახადონ სამყაროს შესახებ  უმნიშვნელოვანეს საიდუმლოებს. ამ ნაწილაკების  რეალური ბუნება კვლავ იდუმალებითაა მოსილი. KM3NeT- ის მისია ყველა ამ საიდუმლოს ამოხსნაა და ამ მიზნის მისაღწევად სწორედ თქვენი დახმარებაა საჭირო!

ჩვენ გვჭირდება, რომ დახატო ნეიტრინო! როგორ გამოიყურება? როგორია მისი  ფორმა, ფერი და აგებულება? როგორი წარმოგიდგენიათ ის თქვენს გონებაში?

ამ ვებგვერდზე თქვენ გაეცნობით საინტერესო მასალას ნეიტრინოების შესახებ: რას წარმოადგენენ ისინი, საიდან მოდიან და როგორ შეგვიძლია მათზე დაკვირვება!

როგორც ქვემოთ იქნება განმარტებული, ნეიტრინოები გვხვდებიან სამი არომატით – ელექტრონული ნეიტრინო, მიუონური ნეიტრინო და ტაუ– ნეიტრინო.  რამდენადაც ჩვენ გვინდა გავამარტივოთ თქვენი დავალება და საშუალება მოგცეთ ყურადღება გაამახვილოთ მხოლოდ ნეიტრინოების დახატვაზე  მათ წარმოსადგენად  ყველაზე საუკეთესო მიგნებებით ,  ჩვენ აუცილებლობად მიგვაჩნია მონაწილეთა სამ კატეგორიად დაყოფა.

თუ თქვენ დამწყები მეცნიერი ხართ, თქვენ წარმოიდგენთ თუ  როგორია ელექტრონული ნეიტრინო

თუ თქვენ იცით, რომ ფიზიკა წარმოადგენს საოცარ განტოლებათა და საინტერესო ექსპერიმენტების ერთობლიობას,  და დამატებით ცოტა თავს შეიწუხებთ (ვაღიაროთ,  რომ ხანდახან ეს ყველას ჭირდება), თქვენ  „პასუხისმგებელი“ იქნებით მიუონური ნეიტრინოს დახატვაზე

თუ თქვენი ბოლო სამეცნიერო ლექცია  იყო გარკვეული ხნის წინ (არ ინერვიულოთ, არ გეკითხებით რამდენი ხნის წინ), გეპატიჟებით ტაუ ნეიტრინოს დასახატად.

(ეს კატეგორიები შესაბამისად მოიცავს ბავშვებს, თინეიჯერებსა და სრულწლოვანებს).

ნეიტრინო ჩვენი „გატაცებაა“ და ავსებს ჩვენი ცხოვრების დიდ ნაწილს! ასე, რომ  ნუ დააყოვნებთ, გამოგვიგზავნეთ  თქვენი შეკითხვები,  ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

ბოლო ვადა: აუცილებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი ნახატი 30 ივნისის ჩათვლით!