ნეიტრინოები, ეს საოცარი ელემენტარული ნაწილაკები

ნება მოგვეცით გაგაცნოთ: ნეიტრინო, ერთ – ერთი ყველაზე უფრო იდუმალი ნაწილაკი ე.წ. სტანდარტული მოდელში. თქვენ უკვე იცით ზოგიერთი ნაწილაკი ამ მოდელში, მაგალითად, ელექტრონი, რომელიც ყოველ ატომში ბირთვის გარშემო ბრუნავს, ან ცნობილი ჰიგსის ბოზონი, რომლის აღმოჩენაც 2013 წლის ნობელის პრემიით აღინიშნა

ნეიტრინო, ჩვენი სამყაროს შემადგენელი ერთ–ერთი ელემენტარული აგურია, ელექტრონის  მსგავსად,  ნეიტრინო უფრო მცირე ზომის ნაწილებად არ იყოფა.

ნეიტრინოები “ნეიტრალური” ნაწილაკებია: მათ არ აქვთ ელექტრული მუხტი, მაშინ როცა მაგალითად ელეტრონს, უარყოფითი მუხტი აქვს

ჩვენი რჩეული ნაწილაკები გვხვდება სამი განსხვავებული არომატის სახით (დიახ, ნაყინის მსგავსად!).  ნეიტრინოს შეიძლება ჰქონდეს ელექტრონის, მიუონის ან ტაუს არომატი.  ნეიტრინოს დაბადება  დამოკიდებულია მის არომატზე. მისი ურთიერთქმედება ჩვენს ირგვლივ არსებულ ნივთიერებასთან ასევე დამოკიდებულია ნეიტრინოს არომატზე და მის ფუნქციას წარმოადგენს

ამასთან, ნაყინისგან განსხვავებით, როგორც შემდეგში ვნახავთ. ნეიტრინოებს მოგზაურობის დროს შეუძლიათ შეცვალონ თავისი არომატი.

რამდენ ნეიტრინოზე ვსაუბრობთ?

ნეიტრინო ჩვენს სამყაროში, გავრცელების მიხედვით, მეორე ნაწილაკია.  ყოველ წამს დაახლოებით 100 ტრილიონი ნეიტრინო გადის ჩვენ სხეულში.  სანამ ამ წინადადებას წაკითხვით, თქვენში 600 000,000,000,000 ნეიტრინო გაივლის. გრძნობთ რამეს?

დარწმუნებული ვართ, რომ ვერაფერი იგრძენით! ეს იმის გამო, რომ ნეიტრინოებს ასეთი ბუნება აქვთ. ისინი მხოლოდ ძალიან სუსტად ურთიერთქმედებენ ჩვენს გარშემო არსებულ ნივთიერებათან, ჩვენს უზარმაზარ დეტექტორში მილიარდი ნეიტრინოდან მხოლოდ ერთი დატოვებს  კვალს

ფიზიკოსებს ესაჭიროებათ ნეიტრინოების ბუნების გათვალისწინება: ზოგჯერ მათი დაკვირვება ძალიან რთულია, ზოგჯერ კი ნეიტრინოები გვეხმარებიან ღრმად ჩავიხედოთ ვარსკვლავების წიაღში. დაგაინტერესათ? არ ინერვიულოთ, ჩვენ ყველაფერს  მოგიყვებით, რაც  გინდათ რომ იცოდეთ!